გაყიდვების კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი კონტეინერი
მივლინება: არა ხელფასი: 700 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში წარმოდგენილია ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქცია  შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები,  საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.  
ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/   
 
„კონტეინერი“ აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კვალიფიცირებული კონსულტაცია  პროდუქციის  შერჩევისას, მოთხოვნების დადგენა და შესაბამისი საჭირო პროდუქციის შერჩევა; 
  • საწყობიდან დარბაზში პროდუქციის გამოტანა და სექციებში განლაგება; 
  • დარბაზში არსებული პროდუქციის რაოდენობების, დალაგების წესის და ფასმაჩვენებლების მუდმივი კონტროლი. 
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სრული/არასრული განათლება; 
  • ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა. 
 
სამუშაო პირობები: 
  • გრაფიკი: 10:00-19:00 და 13:00-22:00 (8 საათიანი გრაფიკი) 
  • სამუშაო დღე და დასვენება: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსი 
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის 36 ან/და ჰუალინგ პლაზა (ვარკეთილი) 
 
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge 
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 
 
გისურვებთ წარმატებებს!