ტრანსპორტის კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი გიანთი ლოჯისტიკსი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკა
შპს „გიანთი ლოჯისტიკსი“ წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. www.giantilogistics.ge

კომპანია „გიანთი ლოჯისტიკსი“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:ტრანსპორტის კოორდინატორი

აუცილებელი მოთხოვნები:
  • იდენტურ ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია:
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

თანამდებობრივი ვალდებულებები:
  • სატრანსპორტო საშუალებების ეფექტურად დაგეგმვა და შემდგომი მონიტორინგი;
  • გადაზიდვაზე მივლენილი მძღოლის ინფორმირება, ნებისმიერი ცვლილების შეტყობინება, მუდმივი კონტროლი/ადგილმდებარეობის ზუსტი ინფორმაციის ფლობა და შესაბამისი საოპერაციოსთვის განახლებული სტატუსის მიწოდება ელ. ფოსტით;
  • მძღოლის მარშრუტის ზუსტი გაკონტროლება/დარღვევებზე დაუყოვნებლივ რეაგირება;
  • ჯიპიეს სისტემის მონიტორინგი, სიჩქარის გადაჭარბების ან სვლა-გეზის ცვლილების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება;
  • მძღოლების მივლინების ხარჯების ჩარიცხვის მოთხოვნა ფინანსური განყოფილებიდან;
  • დატვირთული ტექნიკის სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა საჭიროების შემთხვევაში;
  • ინფორმაციის მუდმივი გადამოწმება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის თაობაზე, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ;

სამუშაო ადგილი:ლილოს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო დრო:
ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე
შაბათი: 09:00-14:00
ხელფასი:აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.