დამწყები 1C ERP სისტემის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი იბერია რეფრეშმენტსი
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
ენები: ინგლისური, რუსული
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ERP ინტეგრაცია, სისტემური ადმინისტრატორი
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი " არის "პეპსიკოს" ოფიციალური ბოთლერი საქართველოში და 2001 წლიდან ფუნქციონირებს. ამჟამად, კერძო საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფის "Revery Group"-ის წევრი  არის და ექსკლუზიური უფლება აქვს აწარმოოს და დისტრიბუცია გაუწიოს უალკოჰოლო გამაგრილებელ სასმელებს (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina) და "სნექების" კატეგორიას (Lays, Doritos, Cheetos, etc); ასევე, ახორციელებს „ Max Power-ის „ და ქართული ლიმონათების (Iberia) წარმოებას და დისტრიბუციას საქართველოში.
ს.ს. "იბერია რეფრეშმენტსი" აცხადებს ვაკანსიას  დამწყები 1C ERP სისტემის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი
სამუშაო დრო: 09:00/09:30 – 18:00/ 18:30

ძირითადი მოვალეობები:
  • 1C პროგრამაში, ახალი ფუნქციონალური მოდულების დანერგვაში მონაწილეობა;
  • 1C ERP 8.3 ადმინისტრირება;
  • რეპორტების აწყობა, მომხმარებლების მიხედვით (ყველა შესაბამის მოდულში);
  • პროგრამის ადმინისტრირებისთვის საჭირო, სხვა ფუნქციების შესრულება;
  • ტექნიკურ პრობლემებზე რეაგირება/კონტროლი;
  • ტექნიკური დახმარების გაწევა, კომპანიის მასშტაბით;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ფუნქციონალის (ან ახალი მოდიფიკაციების) ტესტირება.

მოთხოვნები:
  • კომპიუტერული და ტექნიკური უნარები;
  • მინიმუმ, 1 წლიანი მუშაობის  გამოცდილება 1C ERP 8.3 სისტემასთან, დისტრიბუციის სექტორში;
  • Agent+ მოდულის ცოდნა, ჩაითვლება უპირატესად,;
  • ინგლისური და რუსული ენის ფლობა;
  • Microsoft Office – ის ცოდნა;
  • მონაცემების დამუშავებისა და ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • სხარტი აზროვნება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ანაზღაურება 1200 – 1500 ლარი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი;
  • ტრანსპორტირების უზრუნველყოფა ისნის მეტროდან.

ყველა დაინტერესებულ კანდიდატს, შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე,  შემდეგ ელფოსტაზე: hr@pepsi.ge. პოზიციის დასახელება „ დამწყები 1C ERP სისტემის სპეციალისტი " უნდა იყოს მითითებული ელფოსტის სათაურში ("subject"-ში). დაკავშირება მოხდება, მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 15.12.2023 წელი.