შპს „დოკი“-ს აუთლეტ-ჰიპერმარკეტი "კონტეინერი" საქართველოს ბაზარზე წარმოადგენს უნიკალურ ბრენდს, რომლის სავაჭრო სივრცეში ამერიკული და ევროპული პარტნიორი ბრენდების მაღალხარისხიანი აუთლეტ პროდუქციაა წარმოდგენილი შემდეგი მიმართულებით: ავეჯი, ტექნიკა, განათება, ტექსტილი, ჭურჭელი, სახლისა და ეზოს აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები და სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები.
ჩვენი Facebook გვერდი: https://www.facebook.com/containergeo/
„კონტეინერი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ვიდეო კამერების ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი;
- კომპანიის მართვაში არსებული ობიექტების მონიტორინგი;
- თანამშრომლების სტანდარტების კონტროლი კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად;
- დარღვევების დაფიქსირება და პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია IVMS პროგრამის ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 900 ლარი
- დღე გამოშვებით 10:00 საათიდან 22:00 საათამდე
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი 57
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ პოზიციის დასახელება, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@doki.ge
გისურვებთ წარმატებებს!