აგრონომ ენოლოგი

თბილისი, სხვა სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სოფლის მეურნეობა: სოფლის მეურნეობა/სასათბურე მეურნეობა
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე. 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიასას აგრონომ ენოლოგის  პოზიციაზე. 
მდებარეობა: რეგიონები 
სამუშაო გრაფიკი: სრული 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • აგრო-ტექნიკური საქმიანობის  ყოველდღიური კონტროლი; 
  • ნიადაგის დამუშავების პროცესის ზედამხედველობა; 
  • ნერგების გაშენების პროცესში აქტიური მონაწილეობა; 
  • საირიგაციო სისტემის მოწყობაში მონაწილეობა და ზედამხედველობა; 
  • ნაკვეთის მორწყვის ზედამხედველობა და ნიადაგის ტენიანობის კოტროლი, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება; 
  • მცენარეების ზრდა-განვითარების ზედამხედველობა, მათ დაავადებების აღმოსაფხვრელად   შესაბამისი ღონისძიებების გატარება; 
  • მცენარეების დათესვისა და დარგვის პროცედურების მონიტორინგი და ამ პროცესებში მონაწილეობის მიღება; 
  • ბაღში, აგრო კალენდრის მიხედვით, სამუშაოების წარმართვა; 
  • ბაღის გაშენება/მოვლა/პატრონობასთან დაკავშირებულის სხვადასხვა სამუშაოების წარმართვა; 
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება აგრონომიული მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • საველე პირობებში მუშაობის უნარი. 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • კომუნიკაბელურობა; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
  • მიზანდასახული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული; 
  • პუნქტუალური. 
 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2023 წლის 16 დეკემბერი 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ   თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე:  hr@ktw.ge,  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,აგრონომ ენოლოგი“ 
 რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
შ.პ.ს. ,, კახური ტრადიციული მეღვინეობა“ მადლობას გიხდით  ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!