მიწოდების განყოფილების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Geosm
მივლინება: არა ხელფასი: 1100 - 1400 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: დისტრიბუცია
კომპანია "Geosm" აცხადებს ვაკანსიას მიწოდების განყოფილების თანამშრომლის პოზიციაზე.

კომპანია "Geosm" დაარსდა 2010 წელს, მის საქმიანობას წარმოადგენს საკანცელარიო/საოფისე ნივთებით ვაჭრობა. კომპანიას გააჩნია საკანცელარიო ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მაღაზია/შოურუმი, სადაც წარმოდგენილია 5000-მდე დასახელების პროდუქცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30 სთ; შაბათი 11:00-17:00 სთ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საწყობიდან შეკვეთების უსაფრთხო ჩატვირთვა/ჩამოცლა
  • შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება მომხმარებლისთვის
  • ყოველდღიურად ანგარიშის წარდგენა ჩატარებული სამუშაოს შესახებ
  • მომხმარებელთან პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება და გაღრმავება, მომსახურების მაღალი დონე
  • უზრუნველყოს მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის ჰიგიენის კონტროლი
  • საჭიროებისამებრ, პროდუქციის აღრიცხვასა და შეკვეთების კომპლექტაციაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება
  • მართვის მოწმობა და მექანიკური ავტომობილის მართვის გამოცდილება არანაკლებ 2 წელი
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
  • ლოგიკური აზროვნებისა და გუნდური მუშაობის უნარი

პიროვნული თვისებები:
  • ენერგიული
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
  • პუნქტუალური
  • მოტივირებული
  • თავაზიანი
  • მოთმინების უნარის მქონე
  • დეტალებზე ორიენტირებული

ანაზღაურება:
  • პირველი თვე (გამოსაცდელი პერიოდი) - 1100 ლარი;
  • მეორე თვიდან - ფიქსირებული 1400 ლარი + ბონუსი (გამომუშავებით) + ჯანმრთელობის დაზღვევა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: office@geosm.ge და გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას