მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი ლაქტალის ჯორჯია - სანტე
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ლაქტალის ჯორჯია (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი – საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს,  როგორებიცაა:  სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat – აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე 
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ. 
განაკვეთი: სრული; 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სადისტრიბუციო ავტოსატრანსპორტო საშუალების პალეტებად დალაგებული პროდუქციით დატვირთვა; 
  • დოკუმენტაციის შესაბამისად სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ჩამოტვირთვა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება; 
  • დისციპლინირებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელექტრონულ ფოსტაზე hr@ge.lactalis.com გთხოვთ, სათაურის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - მძღოლ-ექსპედიტორის დამხმარე ან დარეკოთ ნომერზე +995 591 12 83 61. 

გაცნობებთ, რომ ლაქტალის ჯორჯიას მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე გამოხმაურებით პერსონალური მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით; ასევე თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიის ბაზაში 3 წლის ვადით და შესაძლოა განხილულ იქნას სხვა რელევანტურ პოზიციაზე.