სს მისო „ქართული კრედიტი“ დაფუძნდა – 2006 წელს და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ფინანსურ ბაზარზე. დღეისათვის „ქართული კრედიტი“ საქართველოს მასშტაბით არსებული 6 ფილიალის საშუალებით საფინანსო მომსახურებას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს / საწარმოებს და საოჯახო მეურნეობებს.
ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას - საკრედიტო ექსპერტის (გამოცდილი) თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: გორის ფილიალი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2023 წელი
ფუნქცია-მოვალეობები:
ქართული კრედიტი აცხადებს ვაკანსიას - საკრედიტო ექსპერტის (გამოცდილი) თანამდებობაზე
ადგილმდებარეობა: გორის ფილიალი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 17 ნოემბერი, 2023 წელი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ახალი კლიენტების მოძიება, მათთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება;
- აგრო-ბიზნეს სფეროების ანალიზი და მათი ფინანსური საჭიროების საკითხების განსაზღვრა, საკრედიტო განაცხადის მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
- საკრედიტო პორტფელის ხარისხის მონიტორინგი, პრობლემური სესხების მართვა და შესრულებული სამუშაოს ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი ეკონომიკური, ფინანსების, ბიზნესის მართვის ან აგრო მიმართულების განხრით;
- ფინანსურ ორგანიზაციაში ბიზნეს ან/და აგრო დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Word, MS Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
აუცილებელი უნარები:
- დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
- სერვისზე ორიენტირებული;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინიციატივის გამოჩენის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.
პოზიციის პირობები:
- ფიქსირებულ ხელფასი (გამომდინარე კანდიდატის გამოცდილებიდან) + ყოველთვიური კონკურენტული ბონუსი;
- სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 17:30-მდე, ყოველი თვის ბოლო შაბათი 10:00-14:30 საათამდე.
- კორპორატიულ ნომერი სატელეფონო ლიმიტით;
- ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვა ბენეფიტები გამოსაცდელი ვადის შემდეგ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@geocredit.ge
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.
შემდეგი ეტაპისთვის დავუკავშირდებით მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებს.
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქართულ კრედიტში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.