იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია „ბლექს სი დისთრიბუშენი” აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
განათლება: უმაღლესი
ხელფასი: 1300-1500 ლ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
ფუნქციები და მოვალეობები:
- აწარმოოს სასაწყობე მარაგები.
- აწარმოოს პროდუქციის შეკვეთების მიღება და გაგზავნა.
- აწარმოოს პროდუქციის გადმოტვირთვა, მიღება და შენახვა.
- აწარმოოს გეგმიური და არაგეგმიური ინვენტარიზაციის ჩატარება.
- უზრუნველყოს პროდუქციის ხარისხის სტანდარტისა და შენახვის (მათ შორის ტემპერატურის) ნორმების დაცვა და კონტროლი.
- საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს საწყობში არსებული პროდუქციის რაოდენობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საოპერაციო დირექტორთან.
- მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საწყობის და პროდუქციის დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების/დანაკლისის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აღმოფხვრას იგი თავისი ხარჯებით.
- დაიცვას დადგენილი წესი საწყობის დაცვის და სანიტარული ნორმების შესახებ.
უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- 13 ხელფასი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@blackseadistribution.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,, საწყობის თანამშრომელი“. კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.