ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ენთები
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
"ენთები" წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს ბუღალტრულ კომპანიას, რომელსაც დანერგილი აქვს ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების კონტროლის თანამედროვე მექანიზმები. ჩვენ ყოველდღიურად 500-ზე მეტ ცნობილ ქართულ და საერთაშორისო კომპანიას ვუწევთ მომსახურებას.

ენთები აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის პოზიციაზე.

თუ გსურს დასაქმდე წამყვან აუთსორს ბუღალტრულ კომპანიაში, სადაც არ მოგაკლდება საინტერესო და მრავალფეროვანი პროექტები, პროფესიულად განვითარდები და გეყოლება მეგობრული გუნდი, აუცილებლად გამოგვიგზავნე რეზიუმე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვის კონტროლი;
  • საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად.
  • საბანკო ოპერაციების წარმოება, სალაროს აღრიცხვა და კონტროლი;
  • სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
  • სალაროს/ბანკის ნაშთის აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში შიდა და გარე აუდიტორებთან თანამშრომლობა და მათ მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა;
  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
  • სხვა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე ბუღალტრული საქმიანობები.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება საბუღალტრო პროგრამა Balance-ის და FINA-ს ცოდნას;
  • მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel ცოდნა სავალდებულოა);
  • აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა (მეტრო დელისთან ახლოს) 
გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: დამოკიდებულიაკანდიდატის კვალიფიკაციასა და სამუშაო გამოცდილებაზე. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@ants.ge , სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.