“თოდუას კლინიკა” აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგიის განყოფილების ექთნის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
- საექთნო საქმიანობის დამადასტურებელი დიპლომი;
- ექთნის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტის მიღება, მომზადება პროცედურისთვის;
- აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- პროცედურის მსვლელობისას, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი.
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, კვირაში 2 დღე სამუშაო განაკვეთი 06:30 საათიდან 13:30 საათამდე, შაბათ-კვირას დასვენება.
- მისამართი: თბილისი, თევდორე მღდვლის ქუჩა N 13.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@toduaclinic.ge
გისურვებთ წარმატებებს!