შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ თბილისში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

შპს „ავტოტექნო“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი + საბონუსე სისტემა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე, შესყიდვების სრული ციკლის შეუფერხებლად დაგეგმვასა და ორგანიზებაში ჩართულობა;
- ბაზრის შესწავლის პროცესში, კონკრეტული მომწოდებლისა და პროდუქციის მოძიება, მომსახურების ფასისა და მოლაპარაკებების წარმოებაში ჩართულობა;
- მომწოდებლებთან ვერბალური და წერილობითი ყოველდღიური კომუნიკაცია;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტის მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული ასახვა;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის დოკუმენტაციის წარმოება;
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის მოვალეობების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პოზიციასთან დაკავშირებული უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 დონე);
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დროის ეფექტურად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პუნქტუალურობა.
ჩვენ გავაზობთ:
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- პროფესიულ და პოზიციურ ზრდას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- FitPass.
კონკურსის ეტაპები:
- შესარჩევი სიის მომზადება;
- გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
- გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@autotechno.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „შესყიდვების სპეციალისტი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!