"იმპოსტი მეპ" არის წამყვანი საინჟინრო კომპანია საქართველოში, რომელიც შექმნილია მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ და მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის საინჟინრო მომსახურებას.
იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
იმპოსტი მეპ-ის საქმიანობა სრულად მოიცავს საინჟინრო სერვისებს:
- საინჟინრო სისტემების პროექტირება;
- სახანძრო უსაფრთხოების სისტემები;
- გათბობა/გაგრილება და ვენტილაცია;
- წყალგაყვანილობის სისტემები;
- ელექტრობა და სუსტი დენები;
საინჟინრო კომპანია ,,იმპოსტი მეპ’’ აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ერთიანი საქმისწარმოების (დოკუმენტების შედგენა-გაფორმება, რეგისტრაცია, შენახვა, შესრულების ვადების დაცვა და ა.შ.) დადგენილი წესებისა და მოთხოვნების შესაბამისად, დოკუმენტბრუნვის განხორციელება და კონტროლი;
- კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება,
- კომპეტენციის ფარგლებში, მიღებული დავალებების შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, დამკვეთებთან ურთიერთობა. საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის წარმომადგენლობითი ფუნქციის შესრულება;
- სტუმრების, პარტნიორების მიღების და დახვედრის ორგანიზება;
- ორგანიზაციაში შემოსული სატელეფონო ზარების კონტროლი;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებების, მივლინებების მართვა;
- შვებულებაში მყოფი თანამშრომლის ფუნქციების დელეგირების შესრულების კონტროლი;
- ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
- თანამშრომელთა სამუშაოზე მიღებისა და სამსახურის დატოვების პროცედურების განხორციელება;
- ორგანიზაციის საშტატო განაწესის შესახებ დებულების განხორციელების კონტროლი და თანამშრომელთა მიერ მისი განხორციელების უზრუნველყოფა;
- ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციის და მონაცემთა ბაზების მართვა;
- დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
- ორგანიზაციისთვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ტექნიკური საშუალებების პერიოდული შეკეთების განრიგების და მათი მუშაობისთვის აუცილებელი რესურესების შეძენის, ასევე გახარჯული და ექსპლოატაციიდან გამოსული ტექნიკის ჩამოწერისა და უტილიზაციის ხელმძღვანელობა და კონტროლი;
- ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს და სამუშაო განრიგის, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი;
- ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
- შესყიდვებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება და დოკუმენტების შედგენა, მათ შორის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების მომზადება;
- დაწესებულების მატერიალური რესურსებისა და ღირებულებების ინვენტარიზაციის განხორციელება.
საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშოების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის თანამდებობაზე;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, როგორც წერითი, ასევე ზეპირი;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღალი პასუხისმგებლობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
უნარ-ჩვევები:
- დროის მართვის უნარი
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სამუშაო პირობები:
მდებარეობა: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@imep.ge .
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განხიხილება! გისურვებთ წარმატებებს!
მდებარეობა: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 19:00 საათამდე.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@imep.ge .
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განხიხილება! გისურვებთ წარმატებებს!