კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ნოვენთიქ საქართველო
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე. 

Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან და არის ერთადერთი IT კომპანია საქართველოში, რომელიც ბრენდის სახით წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე.  სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში. ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს. 
უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • კომპანიისთვის ახალი მომხმარებლების მოძიება და მოზიდვა;
  • საქმიანი მოლაპარაკებების წარმოება, პრეზენტაციების გამართვა;
  • სანდო და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პარტნიორ კომპანიებთან;
  • პროექტების მართვა ინიციატივიდან დასრულებამდე;
  • მომხმარებლის კონსულტაცია, კომუნიკაცია, გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება. 
ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმუმ B1);
  • კორპორატიულ გაყიდვებში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პროექტების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აქტიური გაყიდვების ძირითადი პრინციპების ცოდნა.
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას + კვარტალურ და წლიურ ბონუსებს;
  • თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ ინდივიდუალურ გაყიდვების გეგმას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას.
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Inga.lomishvili@noventiq.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს. 
გისურვებთ წარმატებებს!