კომპანია Noventiq Georgia აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის (SMB Account Manager) პოზიციაზე.
Noventiq Georgia გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი ქართულ IT ბაზარზე. საქართველოში მოღვაწეობს 2010 წლიდან და არის ერთადერთი IT კომპანია საქართველოში, რომელიც ბრენდის სახით წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. სათაო ოფისი მდებარეობს ქ. ლონდონში.
დღევანდელ დღეს Noventiq Georgia არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია დარგში. ჩვენ ვაფასებთ არა მხოლოდ სტაბილურობას, არამედ არ გვაშინებს სიახლეები და ყოველთვის ვეძებთ განვითარებისათვის საინტერესო შესაძლებლობებს.
უპირველეს ყოვლისა - ვართ ერთი გუნდი! პატივს ვცემთ და ვაფასებთ თანამშრომლებს; გვიხარია მათი წარმატებები; საჭიროებისამებრ ვეხმარებით და ველით კოლეგების მხარდაჭერას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- აქტიური გაყიდვების წარმოება, ლიდების გენერაცია და მათი შემდგომი დამუშავება;
- ცივ ბაზებთან და არსებულ კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობა;
- კლიენტთა ბაზის გაფართოვება და ახალი ბიზნეს კომუნიკაციების დამყარება;
- კლიენტის მოთხოვნების ანალიზი და პროექტების გენერაცია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
- საქმიან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში, მონაწილეობა;
- CRM-ში სამუშაო პროცესების ასახვა კომპანიაში დადგენილი წესებისა და ვადების დაცვით.
- ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1);
- კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
- მოლაპარაკებების წარმართვის და დარწმუნების უნარი;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + კვარტალურ და წლიურ ბონუსებს;
- თქვენს გამოცდილებაზე მორგებულ ინდივიდუალურ გაყიდვების გეგმას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- პროფესიული განვითარების ხელშეწყობას, პროფესიული სასერტიფიკატო კურსების დაფინანსებას.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - Inga.lomishvili@noventiq.com
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმებით შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებებს!