KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 14 ბრწყინვალე რესტორანი, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში. თუ თქვენ ხართ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული და ენერგიული- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კომპანია KFC-ში! თქვენ აქ გელოდებათ საინტერესო სამუშაო, მრავალფეროვანი გამოცდილება, ბევრი მეგობარი, კარიერული წინსვლა და კომფორტული სამუშაო პირობები!
KFC აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერ-ოპერატორის პოზიციაზე:
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გადარიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/შემოწმება და გადარიცხვების პროცესის წარმართვა, საბანკო გადარიცხვების დავალების შექმნა
- ინვოისებისა და ბუღალტრული დოკუმენტაციის საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- საერთაშორისო გადარიცხვების შესრულება
- ყოველდღიურ ბუღალტრულ საქმიანობაში ჩართულობა, ფინანსური დოკუმენტაციის მომზადება, აღრიცხვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში
- ბუღალტერიის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. (ბალანსი, 1C პროგრამებში მუშაობის გამოცდილება )
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ცოდნა
- გადარიცხვებთან დაკავშირებული პროცესების საფუძვლიანი ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
- დეტალებზე ორიენტირებული
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, 1 საათი შესვენება
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- KFC-ის პროდუქციაზე ფასდაკლებას
- ფიტპასით სარგებლობის შესაძლებლობას
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე კომპანიის ელექტრონულ მისამართზე: hr@ifc.ge გთხოვთ, ელექტრონული წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!