დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი KFC
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა

KFC (Iberia Food Company) აცხადებს ვაკანსიას: დაცვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

KFC (Kentucky Fried Chicken) ეს არის მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე დიდი სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც სპეციალიზირებულია ქათმის ხორცის მიმართულებით. პირველი KFC-ის რესტორანი გაიხსნა 1952 წელს ამერიკაში, დღეს კი ის უკვე 120 ქვეყანაზე მეტშია წარმოდგენილი 20 000-მდე რესტორნით. საქართველოში KFC-ის პირველი რესტორანი 2014 წელს გაიხსნა და უკვე გახსნილია 13 ბრწყინვალე რესტორანი როგორც თბილისში ასევე რეგიონებში.


პოზიციის დასახელება: დაცვის თანამშრომელი
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი (სხვადასხვა უბნები)
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში მუშაობა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და ობიექტის წესებსა და რეგულაციებს;
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;     
       


საჭირო მოთხოვნები:

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  •  კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  •  დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი.

 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე  hr@ifc.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება