სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 600-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს."ნიკორა ტრეიდი" ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7500-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.
სს „ნიკორა ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას „ლიბრე“-ს ფილიალში მენეჯერის პოზიციაზე, ქ. სენაკში
ფუნქცია-მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტის მიმდინარე საოპერაციო და სავაჭრო პროცესების მართვა/ მონიტორინგი;
- დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა;
- პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი;
- პროდუქციის მიღებისა და სწორად დასაწყობების პროცესის მონიტორინგი;
- სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და პროდუქციის უწყვეტობის მიზნით, შეკვეთების სწორად წარმოება;
- საავჭრო ობიექტზე დაგეგმილი აქციების საორგანიზაციო საქმის წარმოება და პროცესის მართვა;
- სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გეგმიური აღწერის წარმოება და მასთან დაკავშირებული სამუშაოების სწორად შესრულების მონიტორინგი;
- სავაჭრო დარბაზში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- სავაჭრო მიმართლებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა,
- Apex -ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა სასურველია.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ფილიალის მენეჯერი სენაკი“
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/
გისურვებთ წარმატებას