სანიტარული ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
დასუფთავება: სანიტარული წმენდა
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ სანიტარული ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის მენეჯერი UG-ში. 

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ:
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას 
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას 
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს 
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს 
 
თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება: 
  • ჰიგიენის პროტოკოლისა და სტანდარტის შემუშავება და დანერგვა მენეჯერთან ერთად 
  • რეგულარული ინსპექტირების ჩატარება ხარისხის კონტროლის შესაფასებლად და შესანარჩუნებლად 
  • ინფრასტრუქტურის მოვლაზე ზედამხედველობა უსაფრთხოებისა და შესაბამისობის უზრუნველსაყოფად 
  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა პერსონალთან, მენეჯმენტთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან 
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის შესაბამისად 
 
კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ: 
  • ბაკალავრის ხარისხი შესაბამის სფეროში 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • სანიტარული წესებისა და რეგულაციების ცოდნა 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა 
  • ინგლისური ენის ცოდნა (B2.2) სასურველია 
 
უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ:
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • დეტალებზე ორიენტირებული 
  • სისწრაფე და ოპერატიულობა 
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი 
 
 
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV  2023 წლის 4 დეკემბრის  ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: სანიტარული ჰიგიენისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის კონტროლის მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.  
საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 6000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. 
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/ 
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. 
 გისურვებთ წარმატებას!