ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Dressup Group
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე კომპანიის სათაო ოფისში:

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
  • იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  „ფიტპასის“ მომსახურება;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 19:00 სთ ან 09:30 – 18:30 სთ (1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ. #19.

ფუნქციები და მოვალეობები:
  • შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა სეზონის/წლის ჭრილში;
  • კოლექციების შერჩევა;
  • მიღებული პროდუქციის განაწილება მაღაზიებში - განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით;
  • მაღაზიათა ქსელში, ბრენდების ჭრილში პროდუქციის ნაშთის მონიტორინგი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/შესრულება;
  • გაყიდვების გუნდთან ერთად პროდუქციის გაყიდვების მონიტორინგი მაღაზიების მასშტაბით;
  • გაყიდვების მასტიმულირებელი სხვადასხვა აქციების დაგეგმვა;
  • მაღაზიათა ქსელის მომარაგების პროცესში ჩართულობა და საწყობთან კომუნიკაცია - მათ შორის წუნდებული პროდუქციის აუთლეტში გადატანა და სპეციალური ფასის დადგენა;
  • მიღებული პროდუქციის ვებ-გვერდზე ატვირთვისთვის საჭირო მასალის უზრუნველყოფა ატვირთული პროდუქციის სიზუსტის მონიტორინგი;
  • ბრენდისა და პროდუქციის მახასიათებლებზე საჭირო ინფორმაციის მოძიება და მაღაზიათა ქსელისთვის მიწოდება;
  • ვიზუალ მერჩენდაიზინგის მიმართულებასთან აქტიური ჩართულობა პროდუქციის განლაგებასთან დაკავშირებით;
  • მაღაზიათა ქსელში ვიზიტი და ადგილზე არსებული საკითხების იდენტიფიცირება (პროდუქციის განლაგება/მერჩენდაიზინგი, წუნდებული პროდუქციის შესწავლა, არსებული სიტუაციის ანალიზი და ა.შ.);
  • მარკეტინგის დეპარტამენტთან კომუნიკაცია, ბრენდის ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვაში მონაწილების მიღება;
  • მარკეტინგის გუნდისთვის ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • კონკურენტების პერიოდული შეფასება/მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
  • ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია სპორტულ ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: career@dressup.ge 2023 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - „ბრენდ მენეჯერი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!