„დრესაპ ჯგუფი“ 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi’s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 80-მდე მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.
„დრესაპ ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
- მაღალი ანაზღაურება;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
- 3 თვის მუშაობის შემდეგ 500 ლარიანი „დრესაპის“ ვაუჩერი;
- ჯანსაღი სამუშაო გარემო;
- მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
- იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- „ფიტპასის“ მომსახურება.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება - საშუალო თვიური ანაზღაურება 1300 -1500 ლარი;
- სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 დღე, ცვლებში (7 ან 8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე (1 საათი შესვენება);
- დასვენების დღეები - კვირაში 2 დღე;
- სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
- სარეალიზაციო დარბაზის მოწესრიგება;
- პროდუქციის მიღება და სარეალიზაციო დარბაზში გადანაწილება;
- პროდუქციის გაყიდვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კეთილსინდისიერება.
კანდიდატთა შერჩევა:
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@dressup.ge 2023 წლის 11 დეკემბერის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "კონსულტანტი - ბათუმი“.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!