მოლარე-ოპერატორი კახეთის რეგიონში

გურჯაანი, თელავი სრული განაკვეთი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი
მივლინება: არა ხელფასი: 550 - 650
გაყიდვები: მოლარე
შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“  აცხადებს  ვაკანსიას  ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორის  (ჩამსხმელის) პოზიციაზე კახეთში - ჩალაუბანი, ვარდისუბანი, ვაჩნაძიანი.

გრაფიკი: 24 საათიანი ცვლა (ყოველ სამ დღეში ერთხელ).
ანაზღაურება: 550-650 (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე).
ბენეფიტები: ჯანრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:
  • ავტომობილების საწვავით გამართვა; 
  • მომხმარებლებისთვის კომპანიაში არსებული აქციების შეთავაზება;
  • სალარო აპარატისა და საბანკო ტერმინალის ოპერაციების შესრულება;
  • კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტის  დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე  (CV) გთხოვთ, გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: vacancy@socar.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ „ავტოგასამართი სადგურის მოლარე-ოპერატორი და ის რეგიონი, სადაც გსურთ მუშაობა ჩალაუბანი, ვარდისუბანი ან ვაჩნაძიანი“.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია  ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლების ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით. 
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში" თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით;
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე.