დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: დისტრიბუტორი

აუცილებელი მოთხოვნები:
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წელი გამოცდილება .
  • მართვის მოწმობა B კატეგორია 
  • თბილისის ქუჩების კარგად ცოდნა

პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • პუნქტუალურობა
  • შრომისმოყვარეობა
  • ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდურობა
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
  • დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი

მოვალეობები
  • მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
  • უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
  • უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება
  • კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით, შეკვეთების აღება და მათთვის პროდუქციით ადგილზე მიწოდება
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობების დამყარება/შენარჩუნება;
  • ახალი კლიენტების მოძიება
  • პროდუქციის მახასიათებლების კარგი ცოდნა
  •  სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით.
  • კლიენტების მონაცემთა ბაზებზე მუშაობა, მუდმივი განახლება და კონტროლი.
  • უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე
  • უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

ანაზღაურება 1500-2000 ლარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@bravos.ge