ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ისი პარი
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 4000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს. www.iciparis.gehttps://www.linkedin.com/company/iciparis/

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ განყოფილებაში
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 17ა
სამუშაო გრაფიკი: ადმინისტრაციული სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება - 2500 - 4000 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრენდის გაყიდვების ანალიზი, სტრატეგიული დაგეგმარება და გაყიდვების სტიმულირება;
  • ბაზარზე ბრენდის პოზიციონირების ანალიზი და მომხმარებლების მიზნობრივი ჯგუფის განსაზღვრა;
  • ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე მომწოდებელი კომპანიის მიერ განსაზღვრული ბრენდის მისიის, მიზნების და სტრატეგიის განხორციელება;
  • გაყიდვების გეგმების მომზადება/პროცესის კონტროლი;
  • გაყიდვების შედეგების ანალიზი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება 2 წელი აღნიშნულ პოზიციაზე;
  • MS Office ცოდნა;
  • უცხო ენების ფლობა:ინგლისური (მაღალ დონეზე) რუსული (სასურველია)

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • სწავლების დაფინანსება
  • საინტერესო კონკურსები
  • ბრენდული საჩუქრები
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ფიტპასი

დამატებითი ინფორმაცია
  • კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
  • აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ დეპარტამენტთან;
  • პროფესიული ტესტირება;

გასაუბრება გენერალურ მენეჯმენტთან; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge სათაურის ველში მიუთითეთ “ბრენდ მენეჯერი“
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 20 დეკემბერი, 2023 წ.
გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.