აღმოსავლეთ რეგიონებში მოლარე-ოპერატორი

თბილისი, აბაშა, ამბროლაური, ახალქალაქი, ახმეტა, ბათუმი, ბაღდათი, ბოლნისი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, დმანისი, დუშეთი, ვანი, თერჯოლა, ლაგოდეხი, ლანჩხუთი, მარნეული, მარტვილი, მცხეთა, ოზურგეთი, რუსთავი, საგარეჯო, სენაკი, სიღნაღი, ფოთი, ქობულეთი, ქუთაისი, ყვარელი, ჩოხატაური, ჩხოროწყუ, წალკა, წყალტუბო სრული განაკვეთი ლიბერთი ბანკი
მივლინება: არა ხელფასი: 470 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: მოლარე (საბანკო), ბანკის ოპერატორი
ლიბერთი ბანკის მობილურ ფილიალში ვაცხადებთ ვაკანსიას აღმოსავლეთ რეგიონებში მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:თბილისი
კახეთი - დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, ახმეტა. 
ქვემო ქართლი - რუსთავი, ბოლნისი, დმანისი, მარნეული, წალკა
შიდა ქართლი - დუშეთი, მცხეთა.
სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი, ბორჯომი, დუშეთი.
აჭარა - ბათუმი, ქობულეთი.
გურია - ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური.
იმერეთი - ქუთაისი, ბაღდათი, ვანი, თერჯოლა, ცაგერი, წყალტუბო. ამბროლაური.
სამეგრელო - მარტვილი, სენაკი, ჩხოროწყუ, აბაშა, ფოთი.

შესარჩევი ეტაპი:
  • გაცნობითი შეხვედრა;
  • მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული ონლაინ  სწავლება (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).
  • ზემოთმოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი!

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან  პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.
 
პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
ანაზღაურება:  ყოველთვიური ხელზე მისაღები 470 ლ + გამომუშავებული ბონუსი.

საყურადღებოა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსია არის ლიბერთი ექსპრესის მოძრავ სერვის ცენტრში(ავტომობილი).

 როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Jobs@lb.ge  2023 წლის 20 დეკემბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line" -ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რეგიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.