ურთიერთობის მენეჯერი

თბილისი, აბაშა, ვანი, თელავი, თერჯოლა, ლაგოდეხი, მარნეული, მარტვილი, ნინოწმინდა, ოზურგეთი, საგარეჯო, საჩხერე, ტყიბული, ფოთი, ქარელი, ჩოხატაური, ცაგერი, წალენჯიხა, წნორი, წყალტუბო, ხარაგაული, ხაშური, ხობი სრული განაკვეთი ლიბერთი ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საბანკო(ზოგადი)
ლიბერთი ბანკის საცალო გაყიდვების დეპარტამენტში გვაქვს ურთიერთობის მენეჯერის ვაკანსია.

ადგილმდებარეობა:
თბილისი:
იმერეთი - ცაგერი, ტყიბული,  ვანი, თერჯოლა, ხარაგაული,წყალტუბო
სამეგრელო-გურია -  მარტვილი, ხობი, წალენჯიხა, ფოთი, ჩოხატაური, აბაშა.
შიდა ქართლი - ქარელი, ადიგენი, ნინოწმინდა,
კახეთი - თელავი, საგარეჯო, წნორი, ლაგოდეხი.

 
ძირითადი ფუნქციები:
  • არსებული კლიენტების აქტივაცია, ასევე ახალი კლიენტების  მოზიდვა;
  • პორთფელში არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის წარმოება  და პერიოდული განახლება;
  • პროდუქტის არ მქონე სახელფასო კლიენტებისათვის პროდუქტების შეთავაზება. (საკრედიტო,სადეპოზიტო, სატარიფო  პაკეტი,IB/MB)
  • დაინტერესებულ მომხმარებლებზე სესხის გაცემა და დეპოზიტის გახსნა.
  • სახელფასო კლიენტებთან პრეზენტაციების ჩატარება ბანკის პროდუქტებზე;
  • პერიოდული ანგარიშგების წარმოება  ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  - სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
  • სამუშაო გამოცდილება - სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის    გამოცდილება.
 
აუცილებელი ცოდნა და უნარები: 
  • მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel) კარგად ცოდნა;
  • კარგად წერის და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
 

როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lb.ge  2023  20 დეკემბრის ჩათვლით. მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითეთ პოზიცია და კონკრეტული ლოკაცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).  გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.