ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
თბილისი;
აჭარა - ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური, ქედა, ხულო, შუახევი.
იმერეთი - ქუთაისი, ზესტაფონი, თერჯოლა, საჩხერე, წყალტუბო, ამბროლაური, ბაღდათი, ვანი, ხარაგაული, ხონი, ცაგერი,
სამეგრელო-გურია - ზუგდიდი, აბაშა, მარტვილი, სენაკი, ხობი, ოზურგეთი, ფოთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, მესტია
შიდა ქართლი - გორი, ხაშური, ბორჯომი, მცხეთა, დუშეთი, სტეფანწმინდა, კასპი, წეროვანი, ასპინძა, ნინოწმინდა, ლარსი, კარწახი
კახეთი - თელავი, დედოფლისწყარო, გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი, სიღნაღი, ახმეტა, წნორი, ლაგოდეხის საბაჟო
ქვემო ქართლი - მარნეული, რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, სადახლო, საბაჟო-გუგუთი, წითელი ხიდი, წალკა,
გადადგი კარიერული ნაბიჯები ლიბერთისთან ერთად, გაიარე ტრენინგები, ისწავლე და დასაქმდი ჩვენთან.
გიზიარებთ ვაკანსიას, სადაც შეგიძლია დასაქმდე გამოცდილების გარეშე.
რას აკეთებს ჩვენთან მოლარე-ოპერატორი:
- მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე ასრულებს შემდეგ საბანკო ოპერაციებს: ახალი მომხმარებლებისთვის ანგარიშის გახსნა, ვალუტის გაცვლა, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება და სხვა საბანკო ოპერაციები;
- საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლებს კონსულტაციას უწევს საბანკო ოპერაციებისა და პროდუქტების შესახებ;
- მომხმარებლებს სთავაზობს მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს.
შესარჩევი ეტაპი:
- გაცნობითი შეხვედრა;
- მოკლევადიანი თეორიული online სწავლება და შემდგომი პრაქტიკა (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება/დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სასურველია უცხო ენების ცოდნა;
ცოდნა და უნარები:
- მომსახურების და გაყიდვების კარგად განვითარებული უნარი;
- კარგად წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ზემოთ მოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემდგომ, თქვენ გახდებით ჩვენი გუნდის წევრი!
დასაქმდებით ჩვენს ფილიალებსა და მის დაქვემდებარებულ სერვის-ცენტრებში.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lb.ge 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთ ითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში „კანდიდატის პერსონალური მონაცემები“), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე https://bit.ly/3bt6uWz და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.