ლიბერთი ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შემომავალი ზარების სპეციალისტი
ლიბერთი - გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო კარიერა ფინანსურ სექტორში. ისწავლო, განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ყიფშიძის #2a, ლიბერთი ბანკის დისტანციური მომსახურების ცენტრი.
ეს ვაკანსია შენთვის არის თუ:
- ხარ კომუნიკაბელური;
- თვლი, რომ მომხმარებელთან დისტანციურად ურთიერთობა შენთვის სირთულეს არ წარმოადგენს;
- გსურს კარიერული განვითარება ფინანსურ სექტორში.
ჩვენ გთავაზობთ:
- ცოდნის მიღებას, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული;
- კარიერულ და პიროვნულ განვითარებას;
- ანაზღაურებად სტაჟირებას დასაქმების შემთხვევაში;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას 800-1000 ლარამდე (ხელზე მისაღები) + გამომუშვებული ბონუსი.
რას აკეთებს ჩვენთან დისტანციური მომსახურების სპეციალისტი:
- შემოსული ზარის მიხედვით ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ანალიზს და უწევს შესაბამის დახმარებას მომხმარებელს.
- აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას ბანკში არსებული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lb.ge 2023 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით.