მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი GOLD WAY GROUP
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00
სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი.
ანაზღაურება: შეთანხმებით გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრენდის ცნობადობის ზრდაზე ზრუნვა;
  • არსებული ვებგვერდებისა და სოციალური არხების მართვა/განვითარება.
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა (საკომუნიკაციო გეგმის გაწერა დროში და ბიუჯეტში);
  • სარეკლამო ვიდეო რგოლების დამზადებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
  • გაყიდვების მხარდამჭერი აქციების შემუშავება და განხორციელება;
  • პრეზენტაციების, ბეჭდური საკომუნიკაციო მასალების მომზადება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან და სტამბებთან ურთიერთობა;

სავალდებულო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • Fitpass;
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით;
  • ტაქსის მომსახურება კომპანიის მიზნებისთვის;
  • საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
  • თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. მისამართზე: hello@goldway.com.ge სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი.
გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.