მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Crystal Group
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კრისტალ ჰოტელ & სპა მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში, თბილისიდან 185 კმ-ში და დიდველის სასრიალო საბაგიროდან რამდენიმე წუთში. კრისტალის საკურორტო ზონა აერთიანებს გონდოლებიან და ნახევრად ღია სავარძლის ტიპის საბაგიროს, 6 კმ-იან სათხილამურო ტრასას, საციგურაო მოედანს, კაფე-ბარებსა და რესტორნებს,  საცურაო აუზს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ტყე-პარკს - სასეირნო ბილიკებითა და მოსასვენებელი  ფანჩატურებით.
კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://hotelcrystal.ge/
ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს მარკეტინგის მენეჯერის  თანამდებობაზე შემდეგი პირობებით: 
სამუშაო ადგილი: თბილისი, მოსეშვილის N7
სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00, ორშაბათი-პარასკევი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული სტრატეგიის განსაზღვრა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა და დანერგვა;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მარკეტინგული გეგმის შემუშავება, განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
  • მომხმარებლების ქცევისა და კონკურენტების/ბაზრის ანალიზი;
  • მარკეტინგული მასალების მომზადება და პროცესების მართვა;
  • კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვის, სპეციალური შეთავაზებების მომზადებაში ჩართულობა გაყიდვების გუნდთან ერთად;
  • ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის ხელშეწყობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციის შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სასტუმროში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს);
  • აუცილებელია უცხო ენების ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • კრეატულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

გუნდის ახალ წევრს ჩვენ ვთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ რეზიუმეს საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს);
  • გასაუბრება 

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@hotelcrystal.ge გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება. ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე   +995 555 326 726
 
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართელოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცმები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
 
 ჰოტელს მენეჯმენტ გრუპ HMG მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !