მზარეული

ბათუმი სრული განაკვეთი Courtyard by Marriott Batumi
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
სასტუმრო ქორთიარდი ბათუმში აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
განაკვეთი: სრული განაკვეთი
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღალი ხარისხის საკვების მომზადება და სერვირება სასტუმროს სტანდარტის შესაბამისად;

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები :
  • ჰასპის სტანდარტის ცოდნა და გამოყენება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პუნქტუალურობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ფიზიკურად შრომის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა ;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ცვლაში მუშაობისას ერთჯერად კვებას;
  • უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • დასვენებას დაბადების დღეზე;
  • გუნდის წევრების ,,Courtyard Bonvoy’’-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართულობას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლიანობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • შემოქმედებითობა და ინიციატივობა;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@courtyardbatumi.com და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე. გისურვებთ წარმატებას!