ბრენდ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია ორბიტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“, არის მსხვილი სადისტრიბუციო და ლოჯისტიკური კომპანია,  სხვადასხვა კატეგორიის, საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, 26 წელზე მეტი გამოცდილებით.
კომპანია ორიენტირებულია გრძელვადიან პარტნიორობაზე, პორტფელის მაქსიმიზაციაზე და პროდუქტის ცნობადობის გაზრდაზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: WWW.ORBITA.GE 

შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“   აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი 

ძირითადი მოვალეობები:
  • კონკურენტული გარემოს შესწავლა და ბაზრის ანალიზი;
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
  • შესყიდვების დადასტურება;
  • ფასწარმოქმნა;
  • გაყიდვების გეგეგმარება და მონიტორინგი;
  • მარკეტინგული აქციების გეგმარება და მონიტორინგი;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • პრეზენტაციების და რეპორტების მომზადება.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების და მარკეტინგის მიმართულებით;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე და კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია);
  • მათემატიკური უნარები;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პირობები და ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • Fitpass-ის აღების შესაძლებლობა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის  ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს „კომპანია ორბიტა“ ბაზაში 1 წლის ვადით.