ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი International company
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
საერთაშორისო კომპანია ეძებს ინგლისურენოვან მომხმარებელთა მხარდაჭერის ნიჭიერ სპეციალისტებს. ჩვენი CSS-ის წარმომადგენლები გვეხმარებიან გავამყაროთ ჩვენი რეპუტაცია, როგორც კომპანიის, რომელიც სთავაზობს კლიენტების შესანიშნავ სერვისს და მხარდაჭერას ყველა პროცესის დროს.  
თუ თქვენ ეძებთ გრძელვადიან კარიერას დამკვიდრებულ კომპანიასთან ერთად, წინსვლის სამომავლო პერსპექტივით და შესანიშნავი ანაზღაურების პაკეტით, ჩვენ გელოდებით! 
 
ინგლისურენოვანი მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პასუხისმგებლობა მოიცავს: 
  • მომხმარებლების დახმარება ჩვენი პროდუქტებისა და სერვისების გამოყენებისას, 
  • მომხმარებელთა ყველა შეკითხვასთან გამკლავება და გადაწყვეტილებების მიღება/რეკომენდაციის გაწევა, 
  • გუნდის სხვა წევრების მხარდაჭერა კომპანიის მიზნების მისაღწევად. 
 
ძირითადი სამუშაო მოვალეობები: 
  • მომხმარებელთა შეკითხვებსა და მოთხოვნებზე კონსულტაციის გაწევა ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის და ჩატის მეშვეობით დროულად, ზუსტად და პროფესიონალურად. 
 
უნარები და გამოცდილება: 
  • ინგლისურ ენაზე გამართული წერისა და მეტყველების უნარი.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია. 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა. 
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, დეტალებისადმი ორიენტირებულობა. 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
  • მიღებული ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და ანალიზის უნარი. 
  • თვითმოტივირებული. 
  • გრძელვადიანი სამუშაო ხელშეკრულების დადების სურვილი. 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ: 
  • მაღალ ანაზღაურებას 
  • სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას 
  • ანაზღაურებად ტრეინინგებს 
  • კომფორტულ, საინტერესო და მეგობრულ გარემოს 

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ მოთხოვნილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ და ასევე გსურთ, იმუშაოთ წარმატებულ, თანამედროვე საერთაშორისო კომპანიაში, მოქნილ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, მაშინ გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: yourcareerinfintech@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.