შესყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეორჯიან პროდაქტს
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, თურქული
შესყიდვები: შესყიდვების მენეჯერი
დეკორატიული ავეჯის წარმოება “Georgian Products” (GEOP) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე .  
გრაფიკი: ორშბათიდან -პარასკევის ჩათვლით  (09:00 დან 18:00 სთ მდე) 
მისამართი : თბილისი , სამგორი , გიორგი ნადარეიშვილის ქუჩა 66 
ანაზღაურება : კვალიფიკაციის შესაბამისად 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული მოთხოვნების ანალიზი, მათი შესყიდვების გეგმასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; 
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება, შეფასება, ფასების ანალიტიკა; 
  • ადგილობრივი და უცხოელი მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება; 
  • მომწოდებლის შერჩევა, შესყიდვების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ ხელმძღვანელობისთვის წინადადებების წარდგენა; 
  • მომწოდებელ ორგანიზაციებთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა ხელმოსაწერად; 
  • საგადასახადო დოკუმენტაციის გადამოწმება და გაგზავნა ფინანსური ანგარიშსწორებისთვის; 
  • საბაჟო პროცედურების წარმოების მონიტორინგი , დეკლარანტთან მუდმივი კოორდინაციის პასუხისმგებლობა .  
  • შესყიდული საქონლის მიღება/რეგისტრაცია შესაბამის პროგრამაში; 
  • მარაგების კონტროლი; 
  • პერიოდული ანგარიშების მომზადება და ფინანსურ დირექტორთან წარდგენა; 
 
ვალდებულებები/პასუხისმგებლობები: 
  • შესყიდვების რაოდენობის სწორად განსაზღვრა; 
  • კომპანიის რეპუტაციასა და მატერიალურ რესურსების რაციონალურ ხარჯვაზე ზრუნვა; 
  • მნიშვნელოვანი მომწოდებლების შენარჩუნებაზე ზრუნვა; 
  • შესასყიდი საქონელის მაღალ ხარისისა და ოპტიმალურ ფასის შენარჩუნება; 
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა; 
  • დისციპლინისა და შინაგანაწესის დაცვა; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური ან ლოჯისტიკის მიმართულებით; 
  • შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების B2 დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია თურქული ენის ცოდნა 
 
პიროვნული თვისებები: 
  • გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი; 
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; 
  • ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი; 
  • დისციპლინირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
ბენეფიტი : 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა  
  • კვება 
  • fitpass 
 
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: hr@geopro.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.