დანადგარის ოპერატორი

მცხეთა სრული განაკვეთი ფაბრიკა 1900
ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: საშუალო განათლება
წარმოება/ოპერაციები: დაზგის ოპერირება
„ფაბრიკა 1900“ გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.  კომპანია „ფაბრიკა 1900“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - დანადგარის ოპერატორი;

ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:
სამუშაო ადგილი:მცხეთა, სოფ. ძეგვი (თბილისიდან ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია)
სამუშაო გრაფიკი:სრული
ანაზღაურება:1500 ლარიდან  2000 ლარამდე (კვალიფიკაცია-მოლაპარაკების შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები: 
  • დანადგარის მართვა;
  • წარმოებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; 
  • დანადგარის მოვლა-შენახვა;
  • დანადგარის მუშაობასთან  დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა, აღმოფხვრა და/ან შესაბამისი სამსახურის ინფორმირება; 
  • სავალდებულო დოკუმენტაციის დროული მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული ზოგადი და/ან პროფესიული განათლება;
  • დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
  • სტამბაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;

შერჩევის ეტაპები:
  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • გამოსაცდელი ვადა;

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, 05 მარტის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: +995 32 212 20 30 (შიდა ნომერი - 1015);  
გთხოვთ, სათაურის  ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დანადგარის ოპერატორი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, „ფაბრიკა 1900“-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
„ფაბრიკა 1900“ გისურვებთ წარმატებებს!