HR მენეჯერის თანაშემწე

თბილისი სრული განაკვეთი ოზონ ჯორჯია
მივლინება: არა ხელფასი: 900
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე
შპს “  ოზონ-ჯორჯია” აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 9:00- 18:00 სათამდე. ხელფასი 900 ლარი.

მოვალეობები:
  • ვაკანსიების განთავსება/ გასაუბრება/ აყვანა, შერჩევის პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • თანამშრომელთა მონაცემთა ბაზის წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმება, შვებულებები, შესაბამის ბრძანებებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • თანამშრომელთა დასწრების, გადაცდენები, გრაფიკების, ორგანიზაციის შინაგანაწესის განხორციელების მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის ხელშეწყობა;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ამ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • MS Office-ს ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე n.khidesheli@bellagio.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.