საკრედიტო ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი
ხელფასი: 850 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედექსი“ აცხადებს ვაკანსიას  საკრედიტო ოფიცრის  თანამდებობაზე 

 

ძირითადი ფუნქციები:
  • კლიენტების მოზიდვა
  • კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების გამოვლენა, მათთვის სხვადასხვა საკრედიტო პროდუქტების შეთავაზების მიზნით.
  • პროექტის მომზადება და წარდგენა საკრედიტო კომიტეტისათვის;
  • სესხის გაცემა;
  • სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
  • ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
  • მომსახურების გაწევა სტანდარტების დაცვით.

კომპეტენციები/პიროვნული უნარები:
  • მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი; დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა, გუნდურობა.

შრომითი გამოცდილება და მუშაობის სტაჟი:  სასურველია  მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (პრიორიტეტულია ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების გამართულად ცოდნა; (MS Word; MS Excel; MS Outlook);

სამუშაო ადგილი:  საბურთალოს ფილიალი, გლდანის ფილიალი
სამუშაო საათები : ორშაბათი–პარასკევი  10:00 საათიდან 18:30 საათამდე
მინიმალური საბაზისო ხელფასი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე)  850 ლარიდან + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ ელ.მისამართზე: info@credex.com.ge და წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება  – „საკრედიტო ოფიცერი“. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  1 მარტი, 2024 წ.