დაცვის თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Hotels & Preference Hualing Tbilisi
მივლინება: არა
ენები: რუსული, ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
ჰოთელს&პრეფერენს ჰუალინგ თბილისი (Hotels & Preference Hualing Tbilisi), თბილისის ზღვასთან მდებარე, ბიზნეს კატეგორიის 5* ვარსკვლავიანი სასტუმრო, საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის, „ჰოთელს & პრეფერენსის“ პირველი, ოფიციალური წარმომადგენლობაა საქართველოში. 
„ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი“ სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე, ევროპული სტილის 246 ნომერს,  ბარ-რესტორნებს ევროპული, აზიური და ქართული ტრადიციული სამზარეულოთი, რეკრეაციულ ცენტრს შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით, სრულად აღჭურვილ საკონფერენციო სივრცეს 800 მ2 საბანკეტო დარბაზითა და 6 დამატებითი შეხვედრების ოთახით.
Hotels & Preference Hualing Tbilisi აცხადებს ვაკანსიას: დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაოს ზოგადი მიმოხილვა:
  • სასტუმროს სტუმრების და  თანამშრომლების უსაფრთხოების და ტერიტორიის დაცვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • უზრუნველყოს სასტუმროს თანამშრომლების, სტუმრების  და სასტუმროს საკუთრების დაცვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს  შენარჩუნება;
  • სასტუმროს შენობის და მიმდებარე ტერიტორიის რეგულარული პატრულირება;
  • სასტუმროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის კონტროლი;
  • არასტანდარტული სიტუაციის შექმნის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და სათანადო რეაგირება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების, შიდა პროცედურებისა და სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დაცვის სამსახურში მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

პიროვნული უნარები:
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი:  თბილისი, ვარკეთილი 3, მე-4 მ/რ, თბილისის ზღვის ახალი უბანი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;

თუ გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@hotelspreference.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
გისურვებთ წარმატებას!