PR მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ემბიჯი რენთ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგული კომუნიკაციები
MBG Rent ლიდერი კომპანიაა საქართველოში თანამედროვე სტანდარტების სამშენებლო ინვენტარის გაქირავების მიმართულებით. ჩვენ ვზრუნავთ, რომ მშენებლობის თანამედროვე ტექნოლოგიები საქართველოში გახდეს ხელმისაწვდომი ყველა მშენებელისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის კონსტრუქციის აშენება და მოპირკეთება. კომპანია დაფუძნდა 2017 წელს. MBG Rent-ის ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
კომპანია MBG Rent აცხადებს ვაკანსიას PR მენეჯერის  პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის ქ. 
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • უცხო ენების ცოდნა;

მოვალეობები:
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
  • სოციალური მედიის სტრატეგიის (სამოქმედო გეგმა, აქტივობების კალენდარი, ბიუჯეტი) განხორციელება;
  • ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბროშურები და სხვა მასალები) მხატრვული ტექსტის  დამუშავება;
  • მედიასთან ურთიერთობა;
  • გაყიდვების გუნდთან მუდმივი კომუნიკაცია
  • საჯარო პრეზენტაციების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და მომზადება;
  • საკომუნიკაციო/სარეკლამო კამპანიის კონცეფციისა და მიმართულების განსაზღვრა/ ეფექტურობის შეფასება;


უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებული, პუნქტუალური;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 6 მარტი  დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელფოსტაზე: vacancy@mb.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "PR მენეჯერი“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
MBG Rent მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!