გაზგასამართი სადგურის მენეჯერი

თელავი სრული განაკვეთი ნეოგაზი
მივლინება: არა ხელფასი: 1400
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ავტო-მოტო სერვისი: აგს-ის მენეჯერი
კომპანია ,,ნეოგაზი“ აცხადებს ვაკანსიას თელავისა და ველისციხის გაზგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციებზე.

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30 საათდან 18:30 საათამდე. (შესვენება 1 საათი)
  • ადგილმდებარეობა: კახეთი 
  • ანაზღაურება : 1400 ხელზე ასაღები + დანამატი  300  ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები;
  • ავტოგაზგასამართი სადგურის შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • გაზპროდუქტების რეალიზაციისა და აღნიშნულზე კომპანიის მიერ დამტკიცებული ანგარიშების წარმოება;
  • კომპრესორების და ელექტრო დანადგარების გამართული მუშაობის კონტროლი/ზედამხედველობა; 
  • შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობის კონტროლი; 
  • დანაკარგების კონტროლი დამტკიცებული ზღვრული ოდენობის ფარგლებში;
  • ავტოგაზგასამართ სადგურზე მომუშავე პერსონალის მართვა;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი; 
  • სადგურის მდგომარეობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და  წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში;
  • ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობისა და  გუნდის ეფექტურად მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური, ლოგიკური და სხარტი აზროვნების უნარი;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა ;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@neogas.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
ნეოგაზი წარმატებას გისურვებთ!