პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი ქებული კლიმატი
მივლინება: არა ხელფასი: 750 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: სარეკლამო აგენტი
კომპანია "ქებული კლიმატი"  2005 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, რომელიც გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით  12 ფილიალითაა წარმოდგენილი.   კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიას გაეცნოთ ვებ.გვერდზე: https://qebuli-climate.ge/ 
 
 კომპანია „ქებული კლიმატი” აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერის პოზიციაზე. ქ.   თბილისში.
 
პოზიცია ექვემდებარება:სადილერო გაყიდვების ჯგუფის უფროსს
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა:1
აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა:07.03.2024
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურებისა და კონსულტაციის გაწევა, ბრენდის პოპულარიზაცია და პროდუქციის გაყიდვების ხელშეწყობა

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შეთავაზება და უპირატესობების წარმოჩენა; 
  • სტენდის ვიზუალური  მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; 
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენების (ინგლისური, რუსული ენა) საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 

Სამუშაო პირობები: 
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40  სამუშაო საათი,  5 სამუშაო დღე, საათები: 11:00-დან 20:00-მდე  (შაბათი და კვირა არის სამუშაო დღეები.  შუა კვირიდან შეარჩევს კანდიდატი დასვენების დღეებს)   
  • მდებარეობა:  დიღმის მასივი,  ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი N25 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 750 ლარიდან + ბონუსი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

სოციალური პაკეტი:   
  • ჯანმრთელობის დაზღვევას პირველი თვიდან (ინდივიდუალური, ან საოჯახო)
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
  • კვებით უზრუნველყოფა;

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადით. 
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად
დასაქმებულის უფლებები:
ჩვენთან დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც. 
 
წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, ისევე როგორც მუშაობის შემდგომ პერიოდში დაუშვებელია რაიმე სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
 
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;  
 
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს კომპანია ქებული კლიმატის  მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია, დადგინდეს ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობა.  
   
შენიშვნა:
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტური პოზიციისთვის.  
 
კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატების შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე