უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

თბილისი, ბორჯომი, ბაკურიანი სრული განაკვეთი კრისტალ ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
"კრისტალ ჯგუფი" აერთიანებს რამდენიმე ბიზნეს მიმართულებას ბაკურიანში: სასტუმრო ბიზნესი, უძრავი ქონების და ინვესტიციების მართვა, სამშენებლო საქმიანობა. ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე. "კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებით, მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ ზრდასა და კეთილდღეობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის ღირებულებები და პროფესიონალიზმი. კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: https://crystal-group.ge/ge/

"კრისტალ ჯგუფი"  აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი ან თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის ან მარკეტინგის მიმართულებით;
  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
  • უძრავი ქონების დეველოპერულ კომპანიაში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გაყიდვების თანამედროვე ტექნიკების ცოდნა;
  • CRM სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • საპრეზენტაციო მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა არხებით;
  • გაყიდვების გეგმის (ინდივიდუალური და გუნდური) შესრულება;
  • კონკურენტების და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი;
  • CRM სისტემაში მუშაობა;
  • შეხვედრების და ობიექტზე ვიზიტების ორგანიზება;
  • რეპორტინგი;
  • გაყიდვებთან დაკავშირებული საკითხების მართვა.

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ადაპტირების და მოქნილობის უნარი;
  • ძლიერი ლიდერული თვისებების და დარწმუნების უნარის მქონე;
  • მიზანდასახული და მიზანსწრაფული;
  • კლიენტზე ორიენტირებული;
  • გამართული მეტყველება.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ინტერვიუსთვის დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, ვისი რეზიუმეც შეირჩევა აპლიკაციების გადარჩევის საფუძველზე.