ოფისის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი NIKS ჰოლდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 800 - 1000
ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
„ნიკს ჰოლდინგ“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის ასისტენტი პოზიციაზე. „ნიკს ჰოლდინგ“ გახლავთ მზარდი, შედეგზე ორიენტირებული კომპანია, რომელიც ოპერირებს ინვესტიციებისა და ვაჭრობის მიმართულებით ექვსი განსხვავებული ბრენდით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ 
კომპანია სამუშაოდ იწვევს ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • სამუშაო საათები: 10:00-19:00 საათი, 1 საათი შესვენება;
  • ანაზღაურება: 800 -1000 ლ;
  • გამოსაცდელი ვადა: 6 თვე;

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ოფისში შემოსული სტუმრების თავაზიანი დახვედრა/გამასპინძლება; 
  • სტუმარის მოთხოვნის განსაზღვრა და გადამისამართება შესაბამის სამსახურთან;
  • კორესპონდენციის მართვა: შემოსული და გასული წერილების რეგისტრაცია, მათი ადრესატებზე გადაცემა  მომზადება, გაგზავნა, მიღება და აღრიცხვა; 
  • ზარებზე პასუხი; 
  • საჭიროებისას, პოზიციისთვის შესაფერისი სხვა მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართულად გამართული მეტყველება, წერა; 
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა:
  • MS Office (Excel, PPT, Word) ცოდნა;

უნარები:
  • სტუმარზე ორიენტირებულობა, მომსახურების უნარები (თავაზიანობა, სტუმრის დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მრავალფუნქციურობა; 
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კომპანია  გთავაზობთ:
  • შესასრულებელი სამუშაოების ადგილზე შესწავლას;
  • კარიერული წინსვლის და დაწინაურების შესაძლებლობას;
  • კორპორაციულ  ნომერს (სასაუბრო დრო და ინტერნეტი);
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ ოფისის მენეჯერის ასისტენტი,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!