მძღოლ-ექსპედიტორი

თბილისი სრული განაკვეთი რენეკო
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 1750
განათლება: საშუალო განათლება მართვის მოწმობა: B, C
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
რენეკო წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად. კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.  ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი. პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა. (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია რენეკო აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე თბილისში.


ძირითადი მოთხოვნები:

  • დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B,C კატეგორია;


ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილში დატვირთული პროდუქციის მითვლა და კონტროლი;
  • პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება ობიექტებისთვის წინასწარ გაწერილი მარშუტისა და უბნის მიხედვით;
  • მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;
  • ავტომობილის გაუმართაობის, ჯარიმისა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პროტოკოლის მიხედვით მოქმედება;


პიროვნული თვისებები:

  • დისციპლინირებულობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;

 

სამუშაო  პირობები:

  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
  • სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
  • ანაზღაურება: 1500 - 1750 ლარი;
  • ავტომობილის მოდელი (FORD CONNECT; FORD TRANSIT);


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge  „სათაურის“ ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება;