ოფის-მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Indigo Cars
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
ავტოიმპორტიორი კომპანიაა "IndigoCars" , რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდების ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს მანქანის შეძენასთან დაკავშირებულ ხარისხიან, ეფექტურ და გამართულ მომსახურებას. კომპანია სანდო და სტაბილური პარტნიორებისა და მომხმარებლებისათვის შეთავაზებული ავტოექსპერტების დახმარებით უზრუნველყოფს როგორც ავტომობილის შერჩევას, ასევე მის ტრანსპორტირებას საქართველომდე. 

ავტოიმპორტიორი კომპანია "Indigo Cars" აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის  პოზიციაზე თბილისში.
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება რელევანტურ სფეროში;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint);
  • უცხო ენების (რუსული და ინგლისური) ცოდნა - სასურველია;
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
  • კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის წარმოება. საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება;
  • ოფისის სტუმრების მიღება და შესაბამისი კოორდინაცია;
  • ადმინისტრაციის  დოკუმენტების მომზადებასა და დოკუმენტბრუნვის მოწესრიგებაში ჩართულობა;
  • დამკვეთებისა და ვიზიტორებისათვის, კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება;
  • ორგანიზაციის სოციალური მედია პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, );
  • სოც-მედიას მეშვეობით კლიენტებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების გაცემა (კომენტარები და ინბოქსი);
  • ოფისის დამლაგებლების სუპერვიზია და კონტროლი.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:
  • გამართულად მეტყველების უნარი;
  • შემოქმედებითი, კრეატიული და პროგრესული ხედვა;
  • ორგანიზებულობა,სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
 
სამუშაო განაკვეთი: 
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00  -19:00 საათამდე
ანაზღაურება: 1000 ლარი  

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@carsindigo.com  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.