უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი Holiday Inn Express Tbilisi Avlabari
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: უსაფრთხოების თანამშრომელს

ფუნქციები და მოვალეობები:
  • წესრიგის და უსაფრთხოების წესების გაკონტროლება სასტუმროში და მის გარე პერიმეტრზე;
  • სასტუმროში არსებულ სიტუაციაზე სრული ინფორმაციის ფლობა;
  • ნებისმიერ უსაფრთხოების წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება;
  • თანამშრომლების მხრიდან სასტუმროს შიდა სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • განსაზღვრული პერიოდულობით ობიექტის შემოვლის განხორციელება; 
  • შიდა წესების დარღვევის შემთხვევაში, ხარვეზის დროულად გამოვლენა და აღმოფხვრა;
  • IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება.

საჭირო უნარები:
  • ანალოგიურ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ყურადღება დეტალებისადმი;
  • პუნქტუალობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს;
  • გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას  თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით);
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება: foh@hiextbilisi.com