რეგიონალური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
TOP მენეჯმენტი: რეგიონის/ქვეყნის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას რეგიონალური მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში(ქართლის რეგიონი).

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერაციული ანალიზი და კონტროლი;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის პლანოგრამის სტანდარტების, მერჩენდაიზინგის, ასორტიმენტისა და ობიექტებზე მარაგების კონტროლი; 
  • მაღაზიებში სააქციო პროდუქციის მარაგების, სწორად განლაგებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;           
  • „ჩეკ ლისტის“ საკითხების მიხედვით მაღაზიების პერიოდულად შემოწმება; 
  • დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტიანად მუშაობის კონტროლი; 
  • რეგიონის ჭრილში, პერსონალის როტაციის ორგანიზება, საჭიროების მიხედვით;                         
  • მაღაზიების ეფექტიანად ფუნქციონირების მიზნით, დაგეგმილ პროექტებში აქტიური მონაწილეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში; 
  • სავაჭრო ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური, შრომის უსაფრთხოების, სურსათის უვნებლობის ნორმების დაცვის კონტროლი; 

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების(MS Office) ცოდნა;
  • აუცილებელია მართვის მოწმობა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
  • ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კოლეგიალური და თანამშრომლობაზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;

სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ქართლის რეგიონი);

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@daily.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!