დაცვის სამსახურის სპეციალისტი

თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი სამედიცინო ველნეს კურორტი ბიოლი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები ენები: ქართული, ინგლისური
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი), მაღაზიის/ობიექტის დაცვა
ველნეს კურორტი „ბიოლი“, რომელიც მდებარეობს კოჯორში აცხადებს ვაკანსიას  დაცვის  სამსახურის სპეციალისტის  პოზიციაზე.  

მოვალეობები: 
  • შექმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო სტუმრებისა და თანამშრომელთათვის. 
  • მოახდინოს შენობის რეგულარული პატრულირება და გააკეთოს ყოველდღიური მოხსენებები აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. 
  • მოახდინოს გასაღებების მიღება-გაცემისა და დალუქული გასაღებების კონტროლი. 
  • ზედამხედველობა გაუწიოს სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, განგაშის სისტემებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამართულად ფუნქციონირებას. 
  • ზედმიწევნით დაიცვას დაცვის სამსახურის შინაგანაწესი და უზრუნველყოს თანამშრომელთა მხრიდან თვითოეული სამუშაო პროცედურის სწორად შესრულება. 
  • მოახდინოს სტუმართა კონტროლი და უზრუნველყოს არასასურველი სტუმრების შენობიდან დროული გაყვანა. 
  • აღმოაჩინოს საფრთხისშემცველი გარემოებები და უზრუნველყოს ყოველგვარი რისკების დროული აღმოფხვრა. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება;  
  
უნარ–ჩვევები: 
  • კომუნიკაციის უნარი; 
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)  შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@bioli.ge გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - დაცვის სამსახურის სპეციალისტი.