ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ვეზირი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
შპს ვეზირი იწყებს კადრების შერჩევას ტექნიკოსის პოზიციაზე დასაქმების მიზნით.  
ვაკანტური ადგილ(ებ)ის რაოდენობა: 5 (ხუთი) 
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 01/03/2024  
დასაქმების სავარაუდო თარიღია: 15/03/2024 
თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება 
 

საკმალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები: 
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სპეციალობა-ტექნიკური;  
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;  
  • უპირატესობად ჩაითვლება ელექტრიკოსის თანრიგის ქონა; 
  • ინგლისური ენა „Intermediate“დონეზე, რუსული ენის ცოდნა (სასურველია); 
  • IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების სტანდარტების მიხედვით დაკაბელების ცოდნა. 
  • ტექნიკური ნახაზის გარჩევა; 
  • ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი; 
  • პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B); 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი,  
  • დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია.  
  • IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია.  
  • IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით.  
  • სქემების გრაფიკული დახაზვა.  
  • საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.  
  • ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტექნიკოსების გუნდის მართვა, ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში დროული ინფორმირება PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის  
  • პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება 

სამუშაო პირობები 
  • ანაზღაურება: კომბინირებული (ფიქსირებული + გამომუშავებითი + საბონუსე სისტემა); 
  • ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;  
  • სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით, ხოლო შაბათ დღეს - 5 საათი; (პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)  
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7 (პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია) 
  • ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.  
 
დასაქმებულის უფლებები: 
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს  შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით,  კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე  დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.  
დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში. 
 
საბუთების მიღება: 
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, თვენი CV  გამოგზავნეთ მისამართზე: vacancy@veziri.net , SUBJECT_ის ველში მიუთითეთ ტექნიკოსი  დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.