IT მხარდაჭერის სპეციალისტი

ქუთაისი, ზესტაფონი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი დეილი
მივლინება: არა
ინფორმაციული ტექნოლოგიები: IT სპეციალისტი
სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.

ვაცხადებთ ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე იმერეთის რეგიონში. 

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორინეტირებული გუნდის წევრობას;
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • კორპორატიულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის თანამშრომლებისა და არსებული მაღაზიების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • კომპანიაში არსებული ტექნიკური საშუალებების გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • ობიექტებზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის ინსტალირება და დიაგნოსტირება;
  • მომხმარებლების ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი და სხვ.) ინსტალაცია და გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის გამართვის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერულ ტექნიკასთან და ქსელთან მუშაობის გამოცდილება ;
  • ოპერატიული სისტემების ცოდნა;
  • აუცილებელია საკუთარი ავტომობილის ყოლა;

პიროვნული მახასიათებლები:
  • მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დროის ეფექტიანად  მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ;
  • სამუშაო ადგილი: იმერეთის რეგიონი;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ  თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@daily.ge  გთხოვთ,  სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის  დასახელება.
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას : გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!